გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ათენში დოკუმენტური ფილმის ,,სტუმრად პატრიარქთან“ ჩვენება გაიმართა.

ათენში დოკუმენტური ფილმის ,,სტუმრად პატრიარქთან“ ჩვენება გაიმართა.

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2012 წლის 22 აპრილს ათენში, თეატრ ,,პეროკეში” საბერძნეთში ქართველ სტუდენტთა და ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციების ორგანიზებებით გაიმართა თამარ ბართაიას ავტორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ,,სტუმრად პატრიარქთან“ ჩვენება. ღონისძიებაზე ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის, თეატრალური სტუდიისა და ქართველი სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო მხატვრულად გაფორმებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II დარიგებები და მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები, რამაც განსაკუთრებული განწყობა შექმნა დარბაზში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოდან ჩამობრძანებული და ათენში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები, ადგილობრივი არასამთავრობო და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბერძნეთში აკრედიტებული საქართველოს  დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელები.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხის ნაწილი ათენის ვახტანგ VI საკვირაო სკოლას გადაეცა.