გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სამხრეთაფრიკული ინვესტიციები.

სამხრეთაფრიკული ინვესტიციები.

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და  პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძემ, საქართველოში ვიზიტად მყოფ სამხრეთაფრიკულ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის რაიონში სამხრეთ აფრიკელი ფერმერების (ბურების) მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთები მოინახულა. პაპუნა დავითაიამ და დავით კირკიტაძემ  მოინახულეს  უნიკალურ სარწყავი სისტემა – ცენტრალური პივოტი, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში აქტიურად გამოიყენებენ. სამხრეთაფრიკელი ინვესტორების მიერ ადგილზე დასაქმებულია ჩასახლებული დევნილები აფხაზეთიდან და ეთნიკური აზერბაიჯანელები.

სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერების საქართველოში ბიზნესის წარმოება და ინვესტიციების დაბანდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია წარმოადგენდა, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში საქართველოს 120–მდე ბური ფერმერი სტუმრობდა, მათგან 25–მა დაარეგისტრირა ბიზნესი საქართველოში, რამოდენიმე ფერმერმა კი უფრო მსხვილი ინვესტიციების განსახორცილელებლად კონსორციუმი შექმნა. ამჟამად საქართველოში 10 ბური ფერმერი საქმიანობს, რომლებმაც თავიანთი ინვესტიცია ჩადეს ამ სექტორში. ბური ფერმერები ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და კახეთის რეგიონში ეწევიან ფერმერულ საქმიანობას.