გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ,,კანონი  ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. კანონპროექტი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადდა და ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას. თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში, წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში.

დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ თანამემამულის მოწმობის მიღების მსურველ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, მარინა თამაზაშვილს თავად გაუწია კონსულტაცია და აუხსნა, თუ რა პროცედურებია საჭირო  იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მიიღონ თანამემამულის მოწმობა. სახელმწიფო მინისტრი, სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი გაბრიელაშვილთან ერთად ეხმარებოდა მას თანამემამულის მოწმობის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცესში. თანამემამულის მოწმობას მარინა თამაზაშვილი განაცხადის შეტანიდან 60 დღის შემდეგ აიღებს.