გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნია

ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ ნუგზარ  წიკლაურმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ცხადაძემ  გახსნეს. ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერ-კავკასიოლოგებმა, ასევე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეულმა სტუმრებმა როგორც კავკასიიდან, ისე საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორებიდან; კულტურის მოღვაწეებმა თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ცენტრის უმთავრესი მოვალეობა იქნება: ჩერქეზების, ასევე სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და კულტურის კვლევა-ძიება და პოპულარიზაცია; ადგილობრივ ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის დაწყება; ინტელექტუალური რესურსის ამ მიზნით გააქტიურება, რაშიც ჩართულნი იქნებიან მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები კავკასიის რეგიონებიდან და უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრები.