გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა არაოლიმპიურ ფედერაციებთან

შეხვედრა არაოლიმპიურ ფედერაციებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია  და  სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ ვარძელაშვილი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში  არაოლიმპიური ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო არაოლიმპიური სპორტული ფერდერაციებისთვის გაეცნოთ კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, რომელიც გასულ წელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადდა და საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო.

“უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ კანონი 2012 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.  კანონპროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და პრინციპების განსაზღვრა  და ამ პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლების ჩამოყალიბება. აგრეთვე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა. კანონის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს ექნებათ სპეციალური თანამემამულის მოწმობა, რომელიც მათ გარკვეულ პრივილეგიებს მიანიჭებს. თანამემამულის მოწმობის მქონე პირებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებებში.