გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა შრომის საერთაშორისო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან

შეხვედრა შრომის საერთაშორისო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფებოდა. 6 თებერვალს სახელმწიფო მინისტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ გაი რიდს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ვილიამ ლეისი სვინგს შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარებას, შესაძლო თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას, ერთობლივი პროექტების შემუშავებას,  დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ხელშეწყობას.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ვილიამ ლეისი სვინგმა და პაპუნამ დავითაიამ ისაუბრეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ბატონმა სვინგმა სტუმარს გააცნო მიგრაციის კუთხით ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევები, ისაუბრა კვლევის ცენტრების მნიშვნელობაზე, რომლებიც შეისწავლის მიგრაციის სფეროში არსებულ სიტუაციას; მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული კვლევები საქართველოშიც განხორციელდება. ბატონმა სვინგმა აგრეთვე ისაუბრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე, მიგრაციის პროფილებზე. ბატონმა სვინგმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია რამოდენიმე თვეში გამოსცემს სახელმძღვანელოს დიასპორისთის, რომელიც მათთვის გზამკვლევი იქნება მიგრაციის საკითხებში დიასპორის ჩართულობის თვალსაზრისით. ბატონმა სვინგმა აღნიშნა, რომ 2012 წლის ბოლოსკენ IOM ჩაატარებს დიასპორის საკითხებში პასუხისმგებელ  მინისტრთა კონფერენციას, რომელზეც სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიაც იქნება მიწვეული.