გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ვიზიტი შვეიცარიაში

ვიზიტი შვეიცარიაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გრძელდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში. დღეს სახელმწიფო მინისტრი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ვილიამ ლეისი სვინგს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბატონ გაი რიდს ხვდება. საუბარი შეეხება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ამ ორგანიზაციებს შორის შესაძლო თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას, ერთობლივი პროექტების შემუშავებას, მიგრაციის საკითხებთან მიმართებით ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარებაში დახმარებას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარებას.

მანამდე კი პაპუნა დავითაიას შეხვედრები ქონდა ქალაქ ჟენევაში და ქალაქ ბერნში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრმა თანამემამულეებს გააცნო აპარატის სამოქმედო გეგმა და ის სამუშაოები, რაც უწყებამ გასწია საზღვარგარეთ ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების, ქართული ფოლკლორული ანსამბლების წარმატებით ფუნქციონირებისათვის. აგრეთვე, ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ კანონზე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო და 2012 წლის მარტში შევა ძალაში. კანონი გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის აღებას, უზრუნველყოფს უცხოეთში მცოვრები თანამემამულეების მხარდაჭერას, მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას, სპეციალური, თანამემამულის მოწმობის შემოღებას, რომელიც მათ გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს.  პაპუნა დავითაიამ ისაუბრა საზღვარგარეთ ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის შემუშავებულ და მომზადებულ ერთიან სასწავლო პროგრამაზე, რომელიც შესამაბისობაშია მოყვანილი საქართველოში არსებულ სასკოლო პროგრამასთან და მეთოდიკასთან, ეხმარება საზღვარგარეთ მყოფ მოზარდებს მშობლიური ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში  და დიასპორის წარმომადგენლების საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მათ სამშობლოსთან  სრულ ინტეგრირებას უზრუნველყოფს.