გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ამა წლის 25 თებერვალს, 13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის  თეთრ დარბაზში, რომელსაც პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა, მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ნიკა გილაური, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია, ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ნიკოლ ჟორდანია დაესწრნენ.  ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობამ გაიაზროს და გაითავისოს ის ტკივილი, რასაც რუსული აგრესია და ოკუპაცია ჰქვია.

შეგახსენებთ, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით,  გასული წლის 27 აგვისტოს, ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის თეთრ დარბაზს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროს ნაწილს – ნოე ჟორდანიას სახელი ეწოდა.