გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მოლაპარაკებები ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე

მოლაპარაკებები ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საფრანგეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდება. საფრანგეთის მხარეს საფრანგეთში  ,, ამხანაგობა ქართული კერა” და მისი თავმჯდომარე ირენ ციციშვილი  წარმოადგენს, ხოლო საქართველოს – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია. ლევილის მამულის გადაცემის განსახორციელებლად შეიქმნება სპეციალური პასუხისმგებელი კომისია, რომელიც მოკლე ხანში შეიმუშავებს ლევილის გადაცემის განსახორციელებლად საჭირო მექანიზმებს და  განსაზღვრავს პროცედურებს ლევილის მამულის სამომავლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამ თემასთან დაკავშირებით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ ,,ამხანაგობა ქართული კერის” თავმჯდომარესთან, ირენ ციციშვილთან ვიდეო-კონფერენცია გამართა. ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობას ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ნიკოლ ჟორდანიაც იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ლევილის მამული 1925 წლიდან არსებობს. იგი საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ იქნა შეძენილი და დღემდე შენარჩუნებული მათი შთამომავლების მიერ. ლევილის მამული საქართველოს ეროვნულ და ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენს.