გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ვიზიტი საფრანგეში

ვიზიტი საფრანგეში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, 20 მაისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, მირზა (პაპუნა) დავითაია ასოციაცია ,,ქართული კერის” ხელმძღვანელს, ირენ ციციშვილს და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გაიმართა წინასწარი მოლაპარაკებები მემორანდუმთან დაკავშირებით ,,ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის  შესახებ”, რომელსაც   23 მაისს ლევილში საზეიმოდ მოეწერება ხელი.  ოთხმოცი წლის შემდეგ მამული კვლავ საქართველოს და ქართველ ხალხს უბრუნდება. ეს მეტყველებს  ქართული სათვისტომოსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებულ უდიდეს სამუშაოზე, რომელიც მათ  ამ განზრახვის წარმატებით სისრულეში მოსაყვანად გასწიეს. ლევილის მამული მომავალში სერიოზულ როლს ითამაშებს ორი ქვეყნის ხალხების ურთიერთდაახლოვებისა და კულტურული თანამშრომლობის საქმეში. წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მისი მემკვიდრეები და საფრანგეთის ქართული სათვისტომო ფურცელ-ფურცელ  ახდენდა ლევილის მამულთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების მოძიებას, რაც დასრულდა ხელნაწერთა სრული კრებულის შედგენით და მისი სახით დღეს ქართულ მხარეს უკვე გააჩნდა დოკუმენტურად გამყარებული იურიდიული მოტივაცია. პარიზის ქართული საზოგადოების – ,,ლევილის ქართული კერის” ხელმძღვანელობის მიერ გამოხატულ იქნა კეთილი ნება აღესრულებინათ წინაპრების ანდერძი, თავისუფალ საქართველოში ღირსეულად განხორციელდა ის კეთილშობილური მიზანი, რისთვისაც იბრძოდა დემოკრატიული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა –  ლევილის მამული, რომელიც ეროვნული ისტორიისა და მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია,   საქართველოს და ქართველ ხალხს დაბრუნებოდა.