გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის დღე 2011

დიასპორის დღე 2011

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ამა წლის 27-28 მაისს, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები საქართველოს დედაქალაქში, თბილისში შეიკრიბნენ. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულების თანახმად, 27 მაისი   ქართული დიასპორის დღედ გამოცხადდა და იგი ყოველ წელიწადს, ტრადიციულად  თბილისში აღინიშნება. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ქართული დიასპორის დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებისა და დიასპორის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოყვანა წელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისtრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა. 27 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტის” “ბოლრუმში” დიასპორის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნa. საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ 100-მდე ჩვენს თანამემამულეს  სიტყვით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა მიმართes.  ქართული დიასპორის წარმომადგენლების წინაშე თავიანთი უწყებების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციით წარდგნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი.

კონფერენციის გახსნითი ნაწილის შემდეგ, მონაწილეები ინტერესთა მიხედვით ჯგუფებად დაიყვნენ, მოეწყო ვორქშოფები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეs ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამოქალაქო რეესტრის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, საქპატენტის წარმომადგენლებმა. 27 მაისს კონფერენცია ვორქშოფების შეჯამებით დაიხუა.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების, პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლები – ნოე ჟორდანიას შვილები – რეჯებ და ნათელა ჟორდანიები, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ასოციაცია “ქართული კერის” ხელმძღვანელი, ლევილის მამულის მმართველი, ქალბატონი ირენ ციციშვილი, მიშელ რამიშვილი, თამარ ჩხენკელი, ტიერი ბერიშვილი,  ადამიანები, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით  საფრანგეთში საქართველოს საკუთრების- ლევილის მამულის მოვლასა და შენარჩუნებაში. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს ლევილის შატოში ხელი მოეწერა მემორანდუმს “ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ”. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს დიასპორის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ მოაწერა ხელი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან, ლევილის მამულის მმართველმა, ასოციაცია “ქართული კერის” თავმჯდომარემ, ქალბატონმა ირენ ციციშვილმა. შეთანხმების მიხედვით ხუთი ჰექტარი მიწის ფართობი და შატო ლევილი საქართველოს გადაეცა. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ კიდევ რამოდენიმე აუცილებელი იურიდიული პროცედურაა გასავლელი, რომელიც სავარაუდოდ ერთ წელიწადში დასრულდება.