გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული ბიზნესი დიასპორებისთვის

ქართული ბიზნესი დიასპორებისთვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

საქართველოში დიასპორის დღე აღინიშნება.  27 მაისს,  სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” დიასპორის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც  საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები 100-მდე ჩვენი თანამემამულე იღებდა მონაწილეობას. ქართული სათვისტომოებისა და დიასპორის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოყვანა წელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისtრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა. დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში აგრეთვე ჩამოვიდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების, პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლები – ნოე ჟორდანიას შვილები – რეჯებ და ნათელა ჟორდანიები, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ასოციაცია ,,ქართული კერის” ხელმძღვანელი, ლევილის მამულის მმართველი, ქალბატონი ირენ ციციშვილი, ნოე რამიშვილის შვილიშვილი – მიშელ რამიშვილი, აკაკი ჩხენკელის შვილი – თამარ ჩხენკელი. …,

28 მაისს, 11 საათზე სასტუმრო ,,თბილისი მერიოტის” ,,ბოლრუმში”, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული ბიზნესკომპანიების გამოფენა და პრეზენტაცია გაიმართa.  3 საათზე კი საქართველოს პარლამენტში მოეწყო რეჯებ ჟორდანიას წიგნის – ,,გავიზარდე ლევილში” პრეზენტაცია. რეჯებ და ნათელა ჟორდანიები საქართველოს პარლამენტში სიტყვითაც გამოვიდნენ და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეs.