გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სავაჭრო პალატის წარმომადგენელი

სავაჭრო პალატის წარმომადგენელი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაიასა და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ბატონი ჯემალ იმნაიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ბიზნესმენის წარდგენას საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისთვის.

მემორანდუმის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები გახდებიან. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის პოპულარიზაციასა და რეკლამირებას საზღვარგარეთ.

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა  მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ  ბატონმა  ჯემალ იმნაიშვილმა  ანდალუზიის მხარეში (ესპანეთიში) საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლად ნათია მიქავა სტიურატ-ფოქსის დანიშვნას ხელი მოაწერეს.