გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ინდოეთის ელჩთან

შეხვედრა ინდოეთის ელჩთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჩალ კუმარ მალჰოტრას შეხვდა. შეხვედრის მიზანს დიასპორის საკითხებში ინდოეთის რესპუბლიკის მდიდარი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ინდოეთის ელჩმა ქართულ მხარეს დიასპორასთან დაკავშირებული ინდოეთის რესპუბლიკის სხვადასხვა პროგრამები გააცნო.
სახელმწიფო მინისტრის მირზა (პაპუნა) დავითაიას განმარტებით, ინდოეთს აქვს დიდი გამოცდილება დიასპორასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მათ ყავთ 25 მილიონიანი დიასპორა მთელ მსოფლიოში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ინდოეთის რესპუბლიკა, ამჟამად კი საზღვარგარეთელ ინდოელთა საქმეთა სამინისტრო, ეფექტურად მუშაობის მიზნით, ინდურ დიასპორასთან საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა მრავალმხრივი სპეციალური პროგრამებით და, რაც ყველაზე მთავარი და განსაკუთრებით საინტერესოა ქართული მხარისათვის, ინდოეთს თავიანთი დიასპორისათვის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსები აქვს შემუშავებული.
ინდოეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც დიასპორისათვის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რომელიც შემდგომში პარლამენტში შევა განსახილველად.
ინდოეთის ელჩის თქმით, საელჩო სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ინდოეთის ელჩმა სურვილი გამოთქვა, დელისა და თბილისის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო იყოს.