გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ. მემორანდუმი ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის სწრაფ და კვალიფიციურ იურიდიული დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფას. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობის დამუშავებასა და ანალიზს; მოახდენს იმ სამართლებრივი საკითხების იდენტიფიკაციას და პრობლემების მოძიებას, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საქმიანობას; შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მოამზადებს სამართლებრივ კონსულტაციებს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას იურიდიული დახმარების მომთხოვნი პირისათვის. სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას.

http://www.mcla.gov.ge/