გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ისწავლე საქართველოში

ისწავლე საქართველოში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას – “ისწავლე საქართველოში”. პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის და ითვალისწინებს ახალგაზრდების უგამოცდოდ ჩარიცხვას საქართველოს მთავარ უმაღლეს სასწავლებლებში. აღნიშნული პროგრამით ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. სწავლება ქართულ ენაზე განხორციელდება.

დღეს, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ იმ 20 ახალგაზრდას შეხვდნენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში ,,ისწავლე საქართველოში” და რომლებიც დღეიდან უკვე ჩაირიცხნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში: 5 მათგანი – ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 4 – სამედიცინო უნივერსიტეტში, 2 – ტექნიკურ უნივერსიტეტში, 7 – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2 – ბათუმის საზღვაო აკადემიაში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე ისმაილ ილდიზი.
დღესვე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ჩარიცხულ სტუდენტებსა და მათ მშობლებს სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.