გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გასაუბრება კონკურსის მონაწილეებთან

გასაუბრება კონკურსის მონაწილეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, 2 ნოემბერს, 14:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, მირზა (პაპუნა) დავითაიასთან დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლების კანდიდატურების შესარჩევად, სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანო – საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბა. skype-ის საშუალებით, განხორციელდა სახელმწიფო მინისტრისა და საკონსულტაციო საბჭოს წევრების online რეჟიმში გასაუბრება დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლობის მსურველ კანდიდატებთან. ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე გამოხატეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ საპატიო წარმომადგენლების შესარჩევ კონკურსში. ამ ეტაპზე სახელმწიფო მინისტრი და საკონსულტაციო საბჭოს წევრები 3 ქვეყნის – საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ქართული დიასპორის 12 წარმომადგენელს გაესაუბრნენ: საბერძნეთში – ქალაქებში ათენში და თესალონიკში, დიდ ბრიტანეთში – ქალაქ ლონდონში, აშშ-ში – ქალაქ ნიუ იორკში. გასაუბრების შედეგად, ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფო მინისტრი და საკონსულტაციო საბჭო მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნება საზღვარგარეთ დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თანამდებობა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქნა შემოღებული და ითვალისწინებს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელშეწყობას, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ქართული დიასპორის საერთო კოორდინაციას, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, საქართველოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას.