გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პასპორტის მიღების გამარტივებული რეჟიმი

პასპორტის მიღების გამარტივებული რეჟიმი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საზრვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სახელზე პასპორტის გაცემისათვის დანერგა ახალი მომსახურების სერვისი, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებს რომელთა სახელზეც უკვე გაცემულია პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ეძლევათ საშვალება დანიშნონ წარმომადგენელი და მისი საშვალებით მიიღონ ახალი პასპორტი (დაკარგულის,დაზიანებულის ან ვადაგასულის ნაცვლად), ამისათვის საჭიროა მოქალაქემ სააგენტოს ვებ-გვერდზე (მისამართზე http://www.cra.gov.ge ან http://passport.gov.ge) შეავსოს სპეციალური განცხადება (უნდა შეიტანოს თავისი პირადი და წარმომადგენელი მონაცემები) და ელექტრონული კომუნიკაციის (ვიდეო თვალით) საშვალებით დაუკავშიდეს სააგენტოს უფლებამოსილ პირს, რომელიც გააფორმებს წარმომადგენლობის აქტს, რის საფუძველზეც იგი წარმომადგენლად დასახელებულ პირს მიანიჭებს პასპორტის გაცემის ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში მონაწილეობის და დამზადებული პასპორტის მიღების უფლებამოსილებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ პასპორტის დამზადება შესაძლებელია სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სმასახურში მოქალაქის ან წარმომადგენლის სურვილის შესაბამისად, ხოლო მომსახურების საფასურია 155 ლარი.

სააგენტო იმედოვნებს, რომ ახალი სერვისი ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქისთვის იქნება კომფორტული, მოქალაქეებს დოკუმენტის მისაღებად აღარ მოუწევთ ასობით კილომერტის დაფარვა საკონსულოებში გასამგაზვრებლად, მათ საშვალება მიეცემათ ფაქტიურად სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ახალი სამგზავრო დოკუმენტი.