გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ესპანელ ბიზნესმენებთან

შეხვედრა ესპანელ ბიზნესმენებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

13 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ესპანეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ხუან კობოსს, ნაზარიო ორდონეზს და რაფაელ გომეს სანჩესს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიზნით ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. შეხვედრა მიზნად ისახავს უცხოელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესების და საინვესტიციო კლიმატის გაცნობას. მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას, საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას.