გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ისინი საქართველოში შეიკრიბებიან!

ისინი საქართველოში შეიკრიბებიან!

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

დღეს 15 აპრილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ ბრიფინგი გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული ალექსანდრე ებრალიძის დაგეგმილ ფორუმთან დაკავშირებით, რომლის ჩატარებასაც 23-24 აპრილს, ებრალიძე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აპირებს, იგი მომავალ ღონისძიებას “საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმს” უწოდებს.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ განაცხადა:
პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და ამ გეგმის განხორციელება მას ქართული დიასპორის საშუალებით სურს. კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნებამ, ალექსანდრე ებრალიძემ დაგეგმა “საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმი,” რომლის ჩატარებასაც 23-24 აპრილს აპირებს. ცნობილია, რომ იგი არ ზოგავს თანხას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სთავაზობს ყველანაირი ხარჯის ანაზღაურებას, ოღონდ ისინი ე.წ. “მსოფლიო ფორუმს” დაესწრონ. ებრალიძესა და მის წარმმართველ რუსულ სპეცსამსახურებს სურთ, წარმოაჩინონ ე.წ. “საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმი,” როგორც საქართველოში მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური ძალა და მისცენ მას ფართო რეზონანსი.
მოგახსენებთ რომ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ჩვენი ქვეყნის გულანთებული პატრიოტები არიან, ისინი კარგად ხედავენ თუ რა მონაწილეობას იღებს კრემლის ბინძურ თამაშში ალექსანდრე ებრალიძე, ამიტომ ჩვენი თანამემამულეების 99% ამ “ფორუმზე” დასწრებას არ აპირებს. არავის გამოუვა, რომ რუსეთი წარმოაჩინოს ადგილად, სადაც ქართველთა კონსოლიდაცია ხდება, არავის გამოუვა, რომ რუსეთი წარმოაჩინოს ადგილად, სადაც ქართველები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან, ადგილი, სადაც ჩვენი ხალხი იკრიბება არის საქართველო, ადგილი, სადაც ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია ხდება არის საქართველო! ქართული დიასპორაც რუსეთში კი არა საქართველოში შეიკრიბება – 27 მაისს დიასპორის დღეზე, რომელიც უკვე მესამე წელიწადია, რაც ჩვენს ქვეყანაში ტარდება და წელსაც ჩატარდება.