გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პირველი სხდომა  

პირველი სხდომა  

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გამართეს. სხდომაზე განიხილეს უცხოეთში მცხოვრები ქართველების საკვირაო სკოლების სასწავლო პროგრამების შემუშავების საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 18 მარტს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და წარდგენას ითვალისწინებს.
როგორც მინისტრებმა განაცხადეს, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა უცხოეთში საკუთარი ენა და თვითმყოფადობა შეინარჩუნონ, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, არ გაუჭირდეთ არსებულ გარემოსთან ასიმილაცია.