გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მემორანდუმის შედეგები

მემორანდუმის შედეგები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს საქართველოს სავაჭრო პალატის ოფისში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ ინაიშვილმა, საქართველოს სავაჭრო პალატის რწმუნებათა სიგელები გადასცეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს – გიორგი კავკასიძეს (შვეიცარია), ორჰან იავუზის (თურქეთი, ქ. ართვინი, ქ. ტრაპიზონი); და ბექა გუჩუას (გერმანია, ქ. ჰამბურგი). ჩვენი თანამემამულეები მიმღებ ქვეყნებში დაბრუნებისთანავე, დაიწყებენ ზრუნვას ქართული ბიზნესის პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაიასა და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ბატონი ჯემალ იმნაიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ბიზნესმენის წარდგენას საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისთვის.
მემორანდუმის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები გახდებიან. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის პოპულარიზაციასა და რეკლამირებას საზღვარგარეთ.