გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კურიერი ამერიკა

კურიერი ამერიკა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

შეგახსენებთ რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული წმინდა გიორგის სახელობის ფონდსა და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად, პირველად ქართული ტელევიზიის ისტორიაში ქართულენოვანი პროგრამა ამერიკაში გადაიცემა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ტელეკომპანია www.mnn.org კვირაში ერთხელ ნახევარსაათიან საეთერო დროს ქართული დიასპორის საქმიანობას დაუთმობს. ტელეკომპანია გააშუქებს ქართული დიასპორის საქმიანობას, საუბარი იქნება ჩვენს თანამემამულეთა პრობლემებზე, წარმატებებზე, ინტერესებზე და ა.შ. სიუჟეტებს მოამზადებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტი დავით ნიკურაძე.
მაშ ასე, 28 მარტს ნიუ-იორკის დროით პირველ საათზე, ეთერში პირველი გადაცემა გავა. საქართველოში კი სიუჟეტებს “რუსთავი 2”-ის საშუალებით ვიხილავთ.

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი