გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ერთობლივი პროექტი

ერთობლივი პროექტი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს 23 მარტს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკა რურუამ ხელი მაწერეს პროექტს – კულტურის სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ცერემონიალის ჩატარების შემდეგ, ბატონმა პაპუნა დავითაიამ და ბატონმა ნიკა რურუამ ერთობლივ ბრიფინგი გამართეს. მინისტრებმა ჟურნალისტებს გააცნეს მათ მიერ შემუშავებულ ერთობლივი პროგრამის დეტალები და მიზნები, რომელთა განსახორციელებლადაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

პროგრამის ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და კულტურის სამინისტრო უცხოეთში არსებულ ქართულ ანსამბლებს, საჭირო აღჭურვილობით მოამარაგებს, ანუ შეიკერება ქართული, ნაციონალური ჩოხები, კაბები და ანსამბლების წევრთათვის სხვა საჭირო ატრიბუტიკა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა პაპუნა დავითაიამ აღნიშნა:
– საბედნიეროდ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ მსოფლიო მასშტაბით, ბევრი ანსამბლია შექმნილი – ევროპაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანში და ა.შ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული ანსამბლების არსებობა, არა მხოლოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის არის აუცილებელი, არამედ ეს გახლავთ ერთ-ერთი რგოლი, რომლის საშუალებითაც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები თვითმყოფადობას ინარჩუნებენ, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ანსამბლების საჭირო ეროვნული აქსესუარებით მომარაგებაა.
კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ მსგავსი პროექტის ინიცირება საზღვარგარეთ არსებული კულტურის კერების შენარჩუნებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, გარდა ამისა, ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ნებისმიერი ყურადღება ქართული სახელმწიფოს მხრიდან ძვირფასია, ანუ ძვირფასია გაცნობიერება იმისა, რომ მათი ქვეყნის ხელისუფლება რეალურ თანადგომას უცხადებს მათ. მან, ასევე აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება არ იქნება ერთჯერადი.
დასასრულს, მინისტრებმა პასუხები გასცეს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.