გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ერთიანი სასწავლო პროგრამა

ერთიანი სასწავლო პროგრამა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი შაშკინმა ხელი მოაწერეს ბრძანებას, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და წარდგენას ითვალისწინებს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შეიქმნება ერთიანი სასწავლო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოში მოქმედ სკოლებთან,
სამინისტრო გამოყოფს თანხებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს სასწავლო წიგნები მიეწოდოთ, რათა საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ადვილად მოხდეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრირება.
მინისტრებმა განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა უცხოეთში საკუთარი ენა და თვითმყოფადობა შეინარჩუნონ.