გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული ბიზნესის პოპულარიზაციისთვის

ქართული ბიზნესის პოპულარიზაციისთვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

13 მარტს, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს, ბატონ ჯემალ იმნაიშვილს შეხვდება. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ბიზნესმენების წარდგენას საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისთვის.

თავის მხრივ, სავაჭრო პალატა დაამყარებს კონტაქტებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლები გახდებიან.
ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის პოპულარიზაციასა და რეკლამირებას საზღვარგარეთ, ქართული ბიზნესქსელის გაფართოებას, კონტაქტების გაღრმავება-განვითარებას.
მემორანდუმი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული 2010 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტის შესრულების წინაპირობა გახლავთ.