გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის მიღების გამარტივების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კონსტანტინე ქავთარაძე ეხმიანება

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის მიღების გამარტივების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კონსტანტინე ქავთარაძე ეხმიანება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პოლონეთში უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის მიღების წესის გამარტივების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებებს პოლონეთში საქართველოს ელჩი აკეთებს.

კონსტანტინე ქავთარაძის ინფორმაციით, “დასაქმების პროცედურები გაუმარტივდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც პოლონეთში ლეგალურად უკვე იმყოფებიან და ოფიციალური სამუშაო ნებართვა აქვთ”.

“პოლონეთის კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით, ასეთი კატეგორიის მოქალაქეები ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმის მიღებას მარტივად შეძლებენ, რისთვისაც საჭიროა, მათმა დამსაქმებელმა შესაბამისი მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებს მიმართოს”, – განმარტავს ქავთარაძე.