გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ექსკურსია პარნასოსზე

ექსკურსია პარნასოსზე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

2010 წლის 17 ოქტომბერს, ორგანიზაცია ,,საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის” წევრებმა, საბერძნეთში, ათენში, პარნასოსის მთაზე ექსკურსია მოაწყვეს. პარნასოს მთაზე მათ საქართველოს დროშა აიტანეს, მოინახულეს ძველი დელფოსის ცივილიზაციის ნანგრევები და მორჩილი ლუკას ეკლესია. ექსკურსიის მიზანს საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლების ურთიერთგაცნობა და კავშირების დამყარება წარმოადგენდა. ქალბატონებმა პარნასოს მთაზე გამოჩენილი ქართველი მწერლების, ილია ჭავჭავაძის, ლადო ასათიანის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონის ნაწარმოებები წაიკითხეს. ორგანიზაციის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი პოეტური ნაწარმოებებიც გააცნეს.