გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ფოტოგამოფენა ტალინში – „WE REMEMBER Tallinn-2010”

ფოტოგამოფენა ტალინში – „WE REMEMBER Tallinn-2010”

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2010 წლის 6 ნოემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ესტონეთის „ქართული სახლისა” და ლატვიის ქართველთა საზოგადოება „გეორგიკა”-ს ორგანიზებით, ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „WE REMEMBER Tallinn-2010″ გაიმართა. ფოტოგამოფენას საფუძველი ჩაუყარა ყოფილი ინტერნეტპორტალის – www.abkhazeti.ru საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფმა. გამოფენაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელი ფოტო-კორესპონდენტის, მალკოლმ ლინტონის მიერ აფხაზეთის ომის დროს გადაღებული სურათები. აღნიშნული ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „WE REMEMBER Tbilisi 2005″, პირველად 2005 წელს, თბილისში ჩატარდა; 2006 წელს – „WE REMEMBER – 2006”, მოსკოვსა და ლოს-ანჟელესში; 2007 წელს – „WE REMEMBER Riga-2007”, ქალაქ რიგაში.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ წლევანდელ ფოტოგამოფენას, რომელიც ლატვიაში ქართველთა საზოგადოება „გეორგიკას” ინიციატივით მოეწყო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოსურათებიც დაემატა. გამოფენა გახსნეს ესტონეთის „ქართული სახლის” ხელმძღვანელმა მაკა სამხარაძემ, ლატვიის ქართველთა საზოგადოება „გეორგიკას” თავმჯდომარემ, www.abkhazeti.ru საერთაშორისო საინიაციატივო ჯგუფის წევრმა ერიკ გრიგოლიამ.
გამოფენას ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, რუსლან აბაშიძე ესწრებოდა. ანალოგიური გამოფენის მოწყობა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ესტონეთის ოკუპაციის მუზეუმშიც იგეგმება.