გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ხელოვნების აკადემია საბერძნეთში

ხელოვნების აკადემია საბერძნეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საბერძნეთის ქ. თესალონიკის ქართული ხელოვნების აკადემია ”ART ACADEMY” 2010 წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო ნებისმიერი ასაკის მსურველთა მიღებას. აკადემია წარმოადგენს საზოგადოების განვითარების ახლებურ ფორმას.

აკადემიასთან ფუნქციონირებენ შემდეგი ჯგუფები: ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერა, საესტრადო სიმღერა და ვოკალი, ქართული, სამეჯლისო ევროპული, ესპანური ცეკვები, თეატრი.
გახსნილია უცხო ენების ჯგუფები, სადაც მსურველებს ბერძნული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენების შესწავლა შეუძლიათ.
ხელოვნების აკადემიასთან აგრეთვე ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და ბუნება ისწავლება.
ხელოვნების აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ეკა ზურაშვილია.