გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

,,თბილისობა” ნიუ-იორკში

,,თბილისობა” ნიუ-იორკში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2010 წლის 29 ოქტომბერს აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველებმა „თბილისობა” იზეიმეს. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა სახალხო ფესტივალს “ქართველები ამერიკაში”, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილი 11 ქალბატონი დაჯილდოვდა მათი ყოველდღიური ქართული საქმიანობით ამერიკულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიება ქართული ცეკვა-სიმღერის თანხლებით ჩატარდა. მასში ნიუ-იორკში მოღვაწე ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “ფესვებმა” და ვოკალურმა ანსამბლმა „თამარიანმა” მიიღეს მონაწილეობა. მთელი საღამოს განმავლობაში დარბაზში აღტაცება, სიხარული და ბედნიერება სუფევდა.

თბილისობის და ფესტივალის ორგანიზატორი შემოქმედებითი კომპანია “STUDIO STVR”-ი და ქალბატონი თამრიკო დავითაშვილია. ღონისძიება „New York State Assembly”-ს მხადაჭერით ჩატარდა.