გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ფეხბურთის მატჩი კახის რაიონში

ფეხბურთის მატჩი კახის რაიონში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის ქართულ სოფლებს შორის, ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჩატარდა. აღნიშნული ტურნირი კახის რაიონში 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველები, ასევე ადგილობრივი აზერბაიჯანელები, რაც მათ დამეგობრებას ხელს უწყობს. 27 აგვისტოს კახის რაიონში გამართულ ფეხბურთის ფინალურ მატჩს ესწრებოდნენ: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი მერაბ ჩუხუა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ზაზა როსტიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ კაკალაშვილი, ავთანდილ ლეკაშვილი და ნუგზარ აბულაშვილი, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ზურაბ ლუაშვილი, სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონების მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები გია გოზალიშვილი და ზაზა ზედელაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ჩხეიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში სტუმრად მყოფ ოფიციალურ პირებს კახის რაიონის გამგებელი მუსა შექილიევი შეხვდა.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოდან ჩასულმა სტუმრებმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდები თასებით, მედლებითა და ფეხბურთის ბურთებით დააჯილდოვეს.