გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭო

საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭო

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქრთველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, გაიმართა პრესკონფერენცია. სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, მასმედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო მინისტრთან არსებული  საზოგადოებრივ – საკონსულტაციო საბჭოს წევრები წარუდგენა. წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭომ  და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა მინისტრის  პირველი მოადგილის  ზაალ სარაჯიშვილის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს წარმოადგენენ:

  1. პაატანაცვლიშვილი – რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი;
  2. რუსუდან დაუშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი, ისტორიული დიასპორის მკვლევარი;
  3. ტარიელ ფუტკარაძე – წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტი, პროფესორი, ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი;
  4. რუსუდან კობახიძე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ემიგრაციის მუზეუმის კურატორი, ისტორიული ემიგრაციის მკვლევარი, ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის გამგეობის წევრი;
  5. მანანა შეყილაძე – ისტორიკოსი, პედაგოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიები“ პრეზიდენტი;
  6. გურამ სვანიძე- სოციოლოგის დოქტორი, ანალიტიკოსი, ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ექსპერტი;
  7. პაატა გაჩეჩილაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „XXI საუკუნე“, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი;
  8. კობა კიკაბიძე- მკვლევარი, სტრატეგიული ინიციატივების სააგენტო, პროექტების მენეჯერი;
  9. ნუკრი კაკუბავა – საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  10. ნანა ლომიძე – საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო გადაცემის „მიგრაციის მარშრუტების“ ავტორი;
  11.   ნინო ცხოიძე – დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ორგანიზაცია” დიასპორების ცენტრი საქართველოში” გამგეობის თავმჯდომარე.
  12. თემურ ჩალაბაშვილი- პოეტი, საზოგადო მოღვაწე;
  13.  დავით მაღრაძე- პოეტი, საზოგადო მოღვაწე;
  14. ჯემალ სეფიაშვილი- კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე;
  15. გიორგი სვანიძე- დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი.