გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ცნობილი ქართველების პოპულარიზაცია

ცნობილი ქართველების პოპულარიზაცია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

18 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც იმუშავებს იმ ცნობილი ქართველების პოპულარიზაციაზე, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სხვადასხვა სფეროში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. პირველი შეხვედრა გაცნობითი სახის იყო. დაიგეგმა 2015 წლის აქტივობები და განსახორციელებელი სამუშაოები.

სამუშაო ჯგუფის პირველი პროექტი ცნობილი ამერიკელი ავიატორის, ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) 120 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას ეხება.

2014 წლის 9 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროექტების საშუალებით, ხელს შეუწყობს ამერიკაში მოღვაწე ქართველების პოპულარიზაციას. სამუშაო ჯგუფი წევრები არიან:  ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ლელა ქართველიშვილი, მკვლევარები – რუსუდან დაუშვილი, რუსუდან კობახიძე, რამაზ ბლუაშილი, ელზა აბელაშვილი და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.