გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქველმოქმედო კონცერტი ათენში

საქველმოქმედო კონცერტი ათენში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

18 იანვარს, საბერძნეთის ქალაქ ათენში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ივერონმა“, დამფუძნებელი ნატალია კაპანაძე, გამართა საქველმოქმედო კონცერტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ორგანიზაცია „ჩვენი ბავშვების“ დასახმარებლად. სპეციალურად ამ კოცერტისთვის მოწვეული იყო ისრაელიდან დუეტი „ელეგია“, რომლის წევრებიც არიან ალექსანდრე პელეგი და ლუიზა მანაშიროვა. კონცერტში მონაწილეობა ქალაქ ათენში არსებულმა განათლების და კულტურის ცენტრმა „კავკასიამ“ მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია“ივერონმა“ 2000 ლარი გადაურიცხა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ორგანიზაციას „ჩვენი ბავშვები“ და მზად არის კიდევ ბევრი საქველმოქმედო ღონისძიებები გამართოს სხვადასხვა ორგანიზაციების დასახმარებლად საქართველოში.