გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ფილმის „ორი სამშობლო“ პრემიერა

ფილმის „ორი სამშობლო“ პრემიერა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

4 თებერვალს, კინოთეატრ ,,ამირანიში”, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, გაიმართა ისტორიულ–შემეცნებითი ფილმის ,,ორი სამშობლოს” ჩვენება.

ფილმი, რომელიც ქართველი და ებრაელი ხალხის ოცდაექვს საუკუნოვან ურთიერთობას ეძღვნება, ამ ორი ერის თანაცხოვრების ისტორიის, მისი წარსულისა და დღევანდელობის არაერთ ბრწყინვალე ფურცელს მოიცავს. მასში მოთხრობილია არა მარტო ქართველი ებრაელების, არამედ, ზოგადად, ებრაელი ხალხის ისტორია დროის სხვადასხვა პერიოდსა და ქვეყანაში. ფილმი შექმნილია საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის ,,ერთსულოვნების” ბაზაზე.
სცენარის ავტორი და რეჟისორია, ნინო ყოლანდარია. ,,ორი სამშობლოს” პირველი ჩვენება ისრაელში, ქალაქ აშდოთში, გასული წლის 20 ნოემბერს გაიმართა. ფილმმა ებრაელ მაყურებელში დიდი წარმატება ჰპოვა, მისი ჩვენება ისრაელის სხვა ქალაქებშიც დაიგეგმა.