გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სიგელი საუკეთესო სახალისო ვიდეო რგოლისთვის

სიგელი საუკეთესო სახალისო ვიდეო რგოლისთვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

6 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ოთარ ზარიძეს უმასპინძლა. ოთარ ზარიძე არის აპარატის ორგანიზებით გამართულ ვიდეოკონკურსის „დიასპორა – ხიდი საქართველოსთან“ (ვიდეო გზავნილი სამშობლოს) მონაწილე და ერთ-ერთი გამარჯვებული. მან ვიდეო კონკურსში წარმოადგინა ვიდეო რგოლი სახელწოდებით „Georgia on my Mind…“
სახელმწიფო მინისტრმა ოთარ ზარიძეს გადასცა სიგელი საუკეთესო სახალისო ვიდეო რგოლის წარმოდგენისთვის. ვიდეო კონკურსისთვის გამოგზავნილი
21 ვიდეო რგოლიდან შეირჩა 8 საუკეთესო ვიდეო: სომხეთიდან გაგიკ ნაზარიანის „საქართველო ჩემი სამშობლოა“, საფრანგეთიდან დიანა ჭანკოტაძის „ჩვენ დავრუნდებით“, რუსეთიდან გივი ციმაკურიძის „აქ ჩვენი პატარა საქართველოა“, ირანიდან საიდ მულიანის „ფერეიდნელი ქართველები“, ჩეხეთიდან ოთარ ზარიძის „Georgia on my Mind…“, ირლანდიიდან ლაშა საბაშვილის „დუბლინელი ქართველები“, თურქეთიდან სეფაშარდაღ ბერიძის „უცხოეთში დედაენის სწავლა“, და პოლონეთიდან სალომე ჩიხლაძის „უცხოეთის ლაბირინთებში ჩემი ოდისეა“. ჟიურიმ შერჩეული ვიდეოებიდან გამოავლინა სამი გამარჯვებული:
1. „ფერეიდნელი ქართველები“, საიდ მულიანი. ფერეიდუნ შაჰრი, ირანის ისლამური რესპუბლიკა ;
2. „აქ ჩვენი პატარა საქართველოა“, გივი ციმაკურიძე. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია ;
3. „Georgia on my Mind…“ ოთარ ზარიძე. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა. სამივე გამარჯვებულს სახელმწიფო მინისტრმა საჩუქრად ციფრული ტექნიკა გადასცა.