გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ნინოობა კახში

ნინოობა კახში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

27 იანვარს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მუხრან გულაღაშვილი და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კახის რაიონში იმყოფებოდნენ. ისინი განჯაში საქართველოს გენერალურ კონსულთან, მამუკა ბალავაძესთან ერთად ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესიაში ღვთისმსახურებას დაესწრნენ. ვიზიტის დროს, სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას გადაეცა ქველმოქმედი ადამიანების მიერ დამზადებული საეკლესიო ზარი.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, მუხრან გულაღაშვილმა ბელაქანის რაიონის გამგებლის მოადგილეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში, ნაზაქეთ რუსთამოვას სოფლ ითითალის ქართული ცეკვის ჯგუფისათვის გადასაცემად საჩუქრები – ქართული, აჭარული და მთიულური ცეკვის ფორმები და ხალხური საკრავები გადასცა.