გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თურქეთი

თურქეთი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველები თურქეთში
საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თურქეთის ქართული წარმოშობის მოქალაქეებს. მათ უკავიათ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები, მნიშვნელოვანი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ სისტემაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ბიზნესის სფეროში. მრავალი მათგანი გამოჩენილი საზოგადო, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეა.
თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ ქვეყნდება. არაოფიციალური მონაცემებით კი მათი რიცხვი ერთ მილიონს აღემატება.
თურქეთის ქართული დიასპორა ძირითადად ცხოვრობენ ქ. სტამბოლსა და მარმარას რეგიონში მდებარე ბურსას, ადაფაზარის, ქოჯაელის, ბოლუს, ამასიის, თოკათისა და ბალიკესირის ოლქებში. მცირე რაოდენობით ცხოვრობს ქართული მოსახლეობა დედაქალაქ ანკარაში. ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი შემორჩენილია საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე ართვინის, არტაანისა და რიზეს ოლქებში. მნიშვნელოვანი ქართული დასახლებებია თურქეთის შავიზღვისპირეთშიც სამსუნში, სინოპში, გირესუნში, ორდუში, უნიესა და ფაცაში.
როგორც ცნობილია, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველთა შორის სპეციალისტები ძირითადად გამოყოფენ 4 ჯგუფს.
პირველ ჯგუფს ისინი მიაკუთვნებენ მე-16 საუკუნიდან მე-19 საუკუნის 70-იან წლებამდე ოსმალეთის ტერიტორიაზე და ამ იმპერიის სამსახურში მყოფი ქართველების შთამომავლებს, რომლებიც თითქმის სრულად არიან ასიმილირებულნი. მათგან მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცის მისი წინაპრების ქართული წარმოშობის შესახებ და ცდილობს ეზიაროს ქართულ კულტურას და შეისწავლოს ქართული ენა.
მეორე ჯგუფს მიაკუთვნებენ 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ საქართველოდან ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებული ქართველი მუჰაჯირების შთამომავლებს, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ სტამბოლში, ბურსის ვილაიეთის სხვადასხვა ქალაქებში, ორდუს ვილაიეთში, სინოპში, იზმირში, იზნიქში, საქარიაში, თოქათში და სხვ. (გაგრძელება). აღნიშნული ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია. მესამე ჯგუფს მიაკუთვნებენ იმ ქართველთა შთამომავლებს, რომლებიც 1918 წლიდან თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. ამ ჯგუფში შედიან ართვინის ვილაიეთში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც იციან მშობლიური ქართული ენა, თუმცა აღნიშნული მაღალმთიანი რეგიონიდან ქართველი მოსახლეობა საცხოვრებლად ძირითადად თურქეთის დიდ ქალაქებში არის წასული, რის გამოც მათი შთამომავლები დგანან მშობლიური ენის დავიწყების საფრთხის წინაშე. აღნიშნული პრობლემა თანდათან მასობრივ სახეს იღებს.
მეოთხე ჯგუფში შედიან ის ქართველები, რომლებიც 1991 წლიდან ცხოვრობენ თურქეთის ტერიტორიაზე. მათ შორის არიან შერეული ოჯახები. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხე ამ ეტაპზე არ აქვთ.
თურქეთელ ქართველებს ქ. სტამბოლში, საქარიაში, ჰენდექში, დუზჯეში, გოლჯუქში, იზმითში, ბურსაში, ინეგოლში, ორჰანგაზიში, იზნიქში, გემლიქში, გონენში, იზმირში სინოპსა და სხვა ქალაქებში ჩამოყალიბებული აქვთ 32 დიასპორული ორგანიზაცია, რომლის მეშვეობით ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ქართული ენა და ქართული კულტურა.

ქართული დიასპორული ორგანიზაციები თურქეთის რესპუბლიკაში:
ქ. სტამბოლის ქართული კულტურის სახლი ,,ჩვენებური.
ხელმძღვანელი ერდალ ქუჩუქი erdalkucuk@gmail.com

თურქულ-ქართული ფონდი
ხელმღვანელი ისმეთ აჯარი
iletisim@turkgurcuvakfi.org; mevlutartvinli@gmail.com

მაჭახელის ფონდი
ხელმძღვანელი ვეისელ ილმაზი
veysel@solunum.com.tr

ბეიქოზის ბათუმელთა საზოგადოება
ალი ქემალ ქილიჩი
batumhavalisi@hotmail.com

საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოება
ხელმძღვანელი ალი რიზა ალთუნელი
alirizaaltunell@hotmail.com

ინეგოლის კავკასიური კულტურის საზოგადოება
ხელმძღვანელი ომერ ფარუქ დემირტაში
sakartvelo_16@hotmail.com