გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მალტა

მალტა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული დიასპორა მალტის რესპუბლიკაში
მალტის რესპუბლიკაში არაოფიციალური მონაცემებით 300-მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ლეგალურად მყოფი შრომითი მიგრანტები არიან. მათი დიდი ნაწილი განსახლებულია ქ. ვალეტაში.

ქართული დიასპორული ორგანიზაციები
2013 წლის თებერვალში მალტაზე დაარსდა ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე – “EuroGeorgia – Malta” / Georgian Cultural Center “EuroGeorgia – Malta”. ცენტრი წარმოადგენს ესპანეთში ქ. მარბეაში მოქმედ ქართული კულტურის ცენტრის – “EuroGeorgia“ Georgian Cultural Center “EuroGeorgia” ფილიალს.
ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე მიზანია, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება მომავალ თაობაზე და ქართული კულტურის პოპულარიზაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ასევე საქართველო-მალტის ტურისტული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა.
ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლები არიან საქართველოს მოქალაქეები: მაკა ლაშხი – ცენტრის დირექტორი და ბექა თოფურია – დირექტორის მოადგილე.

ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე – “EuroGeorgia – Malta”
მისამართი: 8 Windsor Towers, Flat 7, Windsor Street, Sliema SLM 1857, Malta
ტელეფონი: +35699772485
ელ.ფოსტა: malta@eurogeorgia.org
Facebook: საქართველო-მალტა / Georgia Malta