გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სომხეთი

სომხეთი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული დიასპორა სომხეთის რესპუბლიკაში
სომხეთის რესპუბლიკაში არაოფიციალური მონაცემებით 1500 საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქე ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი განსახლებულია ქ. ერევანში.
სომხეთში მხოლოდ ერთი დიასპროული ორგანიზაციაა – საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქართული სათვისტომო “ივერია”, რომელიც 1997 წლიდან არის რეგისტრირებული. სათვისტომოს დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი იყო მეცნიერი, თინათინ ასათიანი, რომელიც 2005 წელს ვიცე-პრეზიდენტმა სვეტლანა ნამჩევაძემ შეცვალა. ქართული სათვისტომოს მიზანია ქართული ფოლკლორის, ენის და ისტორიის შესწავლა – შენარჩუნება. 1999 წლიდან სათვისტომოსთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „იმედი“. 2004 წლიდან, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სათვისტომო „ივერია“ გამოსცემს გაზეთს – „ივერია” ორ ენაზე.

საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქართული სათვისტომო “ივერია”
თავმჯდომარე: სვეტლანა ნამჩევაძე
მისამართი: 6 Orbeli Brothers str. Yrevan, Armenia
ტელ: +37491650119
ელ. ფოსტა: iveria.armenia@gmail.com
Facebook:“Iveria” Georgians Community in Armenia