გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კვიპროსი

კვიპროსი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული დიასპორა კვიპროსის რესპუბლიკაში
არაოფიციალური მონაცემებით კვიპროსზე 3 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ქ. ნიქოზიაში, ქ. ლიმასოლსა და ქ. პაფოსში ცხოვრობენ. კვიპროსზე აგრეთვე საქართველოდან წასული 10 000-მდე ეთნიკური ბერძენი ცხოვრობს. ბევრი მათგანი უკვე კვიპროსი მოქალაქეა.

ქართული დიასპორული ორგანიზაციები:
2006 წელს, ქ. ნიქოზიაში დაარსდა ქართველთა სათვისტომო “ძალა ერთობაშია”. ქართველთა სათვისტომოს მიზანია კვიპროსზე მცხოვრები ქართველების გაერთიანება, მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. სათვისტომოსთან გახსნილია საკვირაო სკოლა და ქართული ხალხური ცეკვის სტუდია „იმედი”.

ქართველთა სათვისტომო “ძალა ერთობაშია”
თავმჯდომარე: მევლუდ ყაფლანიშვილი
მისამართი: 12 Kyprianou, Nicosia 10-22, Cyprus
ტელ.: 35799839651;
ტელ./ფაქსი:+35722109016
ელ.ფოსტა: dzalaertobashia@yahoo.com

წმ.გიორგის სახელობის კვიპროსის ქ.პაფოსის
ქართული მართლმადიდებულური სამრევლო
სამრევლოს წინამძღვარი: დეკანოზი ზაქარია ფერაძე
ტელ.: +35799560459
ელ.ფოსტა: zopera@hotmail.com