გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქველმოქმედი ჩემპიონი

ქველმოქმედი ჩემპიონი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ჰოლანდიიდან სამშობლოში დაბრუნებული ცნობილი სპორტსმენი, გიგა ჭიკაძე მიიღო. გიგა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონია კიკბოქსში, ორგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი კარატეში, მსოფლიოს და ევროპის თასების მფლობელი და ცამეტგზის საქართველოს ჩემპიონი კარატეში.
ნიდერლანდების სამეფოში შვიდი წლის ცხოვრების შემდეგ, გიგა ჭიკაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს სპორტულ სფეროში მოღვაწეობას.
2014 წელს 26 წლის სპორტსმენმა დააფუძნა ფონდი „დაამარცხე სიმსივნე“, რომლის საშუალებით სიმსივნით დაავადებულ ოცამდე ქალბატონს დაეხმარა. ამ ეტაპზე კი ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციას ამზადებს და წინ უამრავი გეგმა აქვს, რომელთა საშუალებითაც ცდილობს სამშობლოს დაეხმაროს.
სახელმწიფო მინისტრმა წარმატებები უსურვა ახალგაზრდა სპორტსმენს და აპარატის თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობა შესთავაზა.