გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ვიზიტი მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში

ვიზიტი მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, აპარატის თანამშრომლებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონს ეწვია. სტუმრებს სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიანმა (სამხარაძე) უმასპინძლა პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონში ქრისტიანი ბავშვების გვერდით სწავლობენ და ცხოვრობენ მუსულმანური აღმსარებლობის სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ბავშვები აჭარიდან, აგრეთვე ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები ჰერეთიდან. სკოლა-პანსიონს ბევრი მოსაგვარებელი პრობლემა აქვს, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მოპოვება, სპორტული კომპლექსის და სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია და სხვა.
სახელმწიფო მინისტრი ყურადღებით გაეცნო სკოლა-პანსიონის მიღწევებს და წარმატებებს, აგრეთვე იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაში, სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მისი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ.
შეხვედრა იმპროვიზირებული „ქართული პოეზიის საღამოთი“ დასრულდა, ხოლო სკოლა-პანსიონის დასახმარებლად გადაწყდა კონკრეტული სამოქმედო გეგმის ეტაპობრივად განხორციელება.