გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორთან

შეხვედრა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ დირექტორს, ჰენრი კერალის შეხვდა. შეხვედრას ესწებოდნენ რეგიონალური ოფისის კერძო და ფინანსური სექტორის კოორდინატორი, ანჟელა პრიგოჟინა და სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი.
გელა დუმბაძემ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა აპარატის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, აგრეთვე, ქვეყნის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის პროცესისადმი ახალ მიდგომებზე. მან ხაზი გაუსვა წლის მთავარი ღონისძიებების სულისკვეთებას, რომლის გამაერთიანებელი ეგიდია – ,,გაუზიარე შენი გამოცდილება სამშობლოს”. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო ქართული დიასპორის დღის ფარგლებში დაგეგმილი პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის ფორმატი, რომელიც მრავალპროფილურ პანელებად ჩატარდება. მან მიმოიხილა სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის – შემოდგომაზე დაგეგმილი დიასპორული კვირეული, აპარატის მიერ მსოფლიო ქვეყნების დიასპორასთან მუშაობის გამოცდილებაზე ჩატარებული კვლევების წიგნებად გამოცემა და სხვა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური დიასპორული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესაძლებლობას, მეზობელი ქვეყნების დიასპორებთან მომუშავე სტრუქტურების ხელმძღვანელთა მონაწილეობით.
ბატონმა კერალიმ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს შინაარსიანი საუბრისთვის, მჭიდრო და პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერა და დიასპორულ პროფესიულ ფორუმში მონაწილეობა აღუთქვა.