გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ემიგრანტები სამოქალაქო განვითარებისთვის

ემიგრანტები სამოქალაქო განვითარებისთვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ წარმომადგენლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ „ემიგრანტები სამოქალაქო განვითარებისთვის“ ტრენინგ-კურსი ჩაატარა, რომელიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, უსაფრთხო მიგრაციასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მიეძღვნა. „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებთან ერთად განხილული იქნა კონკრეტული საქმეები. ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც ლეგალური, ისე არალეგალური მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ. კურსის მსვლელობისას მოსწავლეები აგრეთვე გაეცნენ ევროკავშირის სტრუქტურას, მიიღეს ინფორმაცია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების თაობაზე. მოსწავლეებს შეხვედრის ბოლოს დაურიგდათ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ შემუშავებული საინფორმაციო ბროშურები. ტრენინგის მსვლელობის დროს ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლი, რომელმაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართული ვიდეოკონკურსის „დიასპორა-ხიდი საქართველოსთან“ ერთ-ერთი გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული ტრენინგის ჩატარება სამომავლოდ ქვეყნის რეგიონებშიც იგეგმება.