გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

უცხოეთში შექმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგია

უცხოეთში შექმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

19 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სახელმწიფო მინისტრთან არსებული საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს წევრმა პროფ. ტარიელ ფუტკარაძემ საჩუქრად გადასცა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოცემული „უცხოეთში შექმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგია“.

ანთოლოგია გამოსაცემად მოამზადეს და სათანადო კომენტარები დაურთეს პროფესორებმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და ნესტან კუტივაძემ. გამოცემას წინ უძღვის ვრცელი სამეცნიერო კვლევა „უცხოეთში შექმნილი ქართული პოეზია“, რომლის ავტორია პროფ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი.

ანთოლოგიაში თავმოყრილია როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე თურქეთსა და ირანში მოღვაწე ქართველი პოეტების ლექსები. ცალკე თავი ეთმობა ისრაელსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ებრაელ პოეტთა ლექსებს. გამოცემას თან ერთვის ავტორთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და რეზიუმე ინგლისურ ენაზე. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს წიგნთან ერთად გადაეცა მისი ელექტრონული ვერსია, რომელიც მომავალში დიასპორის ციფრული ბიბლიოთეკის გვერდზე აიტვირთება.