გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ამერიკიდან დაბრუნებულ გიორგი მჭედლიძესთან

შეხვედრა ამერიკიდან დაბრუნებულ გიორგი მჭედლიძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

20 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართვლოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ თანამემამულეს, გიორგი მჭედლიძეს შეხვდა, რომელსაც სოფელ ზემო ნიქოზში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული სანერგე მეურნეობა აქვს შექმნილი. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, თამარ გამილაღდიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლის საზღვარზე მოქმედ მეურნეობაში დასაქმებულთა დიდი წილი ახალგაზრდებზე მოდის, რომელთა ცხოვრების წესი საგრძნობლად შეცვალა გიორგი მჭედლიძესთან ურთიერთობამ და სოფლის საზრუნავით ცხოვრებამ.
ამ უნიკალურ მეურნეობაში კაკლის, ნუშისა და შინდის ექსკლუზიურ სანერგე ჯიშებზე მუშაობენ და უკვე ათასობით ძირი ნერგი აქვთ გადაცემული გორის რაიონის სოფლებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისათვის, აგრეთვე საოკუპაციო მავთულხლართებს იქით მცხოვრები ოსი ფერმერებისათვის, ვისთანაც ბატონ გიორგის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აქვს..
სახელმწიფო მინისტრსა და სტუმარს შორის გაიმართა საინტერესო და საქმიანი საუბარი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებისა და საერთო სამომავლო გეგმების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა გელა დუმბაძემ იმედი გამოთქვა, რომ დიასპორის დღისათვის დაგეგმილ დარგობრივ ფორუმზე შესაძლებელი გახდება ამგვარი წარმატებული თანამემამულეებისა და დიასპორული ინვესტიციების გაცნობა სხვადასხვა მიზნობრივი უწყებებისა თუ ჯგუფებისათვის, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს ჩვენი თანამემამულეების ჩართულობას როგორც აპარატის მოქმედ პროექტებსა და ღონსიძიებებში, ისე საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამებში.