გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ვიოლეტა ვაგნერთან

შეხვედრა ვიოლეტა ვაგნერთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

20 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერს, ვიოლეტა ვაგნერს შეხვდა. შეხვედრას მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაგეგმილი თანამშრომლობის განვითარებას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ამჟამად ერთობლივი პროგრამის დაგეგმვაზე მუშაობენ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გაძლიერებას ისახავს მიზნად.