გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან

შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

22 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ქალბატონ
სალომე ზურაბიშვილთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სალომე ზურაბიშვილის
ინიციატივა – საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის
მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.
სახელმწიფო მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან
მიმართებით საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალებით შექმნილი სამუშაო
ჯგუფის მოსაზრებები გააცნო. სალომე ზურაბიშვილმა კმაყოფილება გამოხატა
და მადლობა გადაუხადა უშუალოდ გელა დუმბაძეს, მოცულობითი სამუშაოს
ჩატარების მოკლე დროში ორგანიზებისთვის, გატარებული ღონისძიებებისთვის
და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა
კვლავაც გაგრძელდება.
სალომე ზურაბიშვილმა გელა დუმბაძეს მიაწოდა ინფორმაცია
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით უსუფაშვილთან მისი
შეხვედრის შესახებ, რომელზეც, პარლამენტის თავმჯდომარემ წამოაყენა
წინადადება აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შექმნის
თაობაზე. გამოითქვა მოსაზრება საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნის
მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე
ერთიანი სამუშაო ჯგუფის ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით.